გია ვოლსკი: ბანკი ვალის დაუბრუნებლობას არავის აპატიებს!

გია ვოლსკი: ბანკი ვალის დაუბრუნებლობას არავის აპატიებს!

   ქართული ოცნების" წევრის გია ვოლსკის განცხადებით, ბანკი სესხის დაუბრუნებლობას თანამდებობის მიუხედავად არავის აპატიებს და რისკზე არასდროს წავა. აღნიშნული განცხადებით ვოლსკი მინისტრებისა და მისი მოადგილეების მიერ აღებულ სესხებს გამოეხმაურა.

   "მინისტრის მოადგილე ხარ, მინისტრი, თუ უბრალო მოქალაქე, ან ბიზნესმენი,  როცა იღებ ვალს, არცერთი ბანკი ამ ვალის დაუბრუნებლობას არ გაპატიებს. თუ გარანტირებული ხარ რაღაც პერიოდი,  რომ ხელფასი გაქვს, ბანკი რისკზე არასდროს არ წავა რომ გასცეს სესხი თუნდაც თანამდებობიდან გამომდინარე. ქრთამი და კორუფცია ისჯება საკმაოდ სერიოზულად და მძიმედ. ასე რომ, არც მოწოდებულია არც ორიენტირებული ამისათვის არავინ",-განაცხადა ვოლსკიმ.

   შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, რამდენიმე თანამდებობის პირმა, თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე ბანკიდან დიდი ოდენობის სესხი გამოიტანა. ამასთან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია იუწყება, რიგ შემთხვევაში, სესხების ასანაზღაურებლად საჭირო თანხა მინისტრებისა და მისი მოადგილეების კანონით დადგენილი ხელფასის ნახევარზე მეტს შეადგენს, ზოგ შემთხვევაში კი აღემატება კიდეც.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: