ირაკლი აბესაძე: ისტორიული გალავნის კვლავ დამარხვა და ზემოდან გზის გადატარება დიდი დილემაა!

ირაკლი აბესაძე: ისტორიული გალავნის კვლავ დამარხვა და ზემოდან გზის გადატარება დიდი დილემაა!

    თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის შესაძლო აღდგენის საკითხს საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე ეხმაურება. როგორც აბესაძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" პროექტს მხარს არ დაუჭერს.

   "ამ სივრცის გაუქმება, ისტორიული გალავნის კვლავ დამარხვა და ზემოდან გზის  გადატარება ნამდვილად დიდი დილემაა. ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა  თბილისის მთავრობამ უნდა აიღოს.

   ჩვენ ამ გადაწყვეტილებას - საფეხმავლო სივრცის,  თბილისში კიდევ ერთი დასასვენებელი ადგილის გაუქმებას, მხარს ნამდვილად ვერ დავუჭერთ",-განაცხადა აბესაძემ.

  ცნობისთვის, პუშკინის ქუჩაზე, შესაძლოა, ორმხრივი მოძრაობა აღდგეს. აღნიშნულ საკითხზე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომაზე იმსჯელეს.

  თბილისის  მერიის კეთილმოწყობის საქალაქო  სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, აღნიშნული გზის აღდგენა, უპირველეს ყოვლისა, გონივრულ მშენებლობის ხარჯზე განხორციელდება, ისე რომ არ დაზიანდება არცერთი კულტურული მემკვდრეობის ძეგლი და ამასთან  ესტაკადის გადახურვაც ისე მოხდება, რომ ყველა ძეგლი ხელუხლებელი და დაუზიანებელი დარჩება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: