Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
26-09-2014, 13:55
ნანახია: 571

   რიყის ტერიტორიისა და "ტელეიმედის" გასხვისების საქმეზე გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი 3 ოქტომბერს განახლდება.

 

  საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე საქმის ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით ორი მოწმე დაიკითხა, რომელიც "თბილსერვისჯგუფში" ფიქტიურ დასაქმებებს ეხება.

 

  როგორც პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა კახაბერ მურადაშვილმა განაცხადა, დაიკითხა "თბილსერვისჯგუფის" ყოფილი დირექტორი თორნიკე შიოლაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დავალებით შეიქმნა ფიქტიური განყოფილება "თბილსერვისჯგუფში", რომელიც მოქალაქეებს ასაქმებდა იმ მიზნით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს მიეღოთ ხელფასები არა როგორც სამსახურში საქმიანობისთვის, არამედ წინასაარჩევნო აგიტაციებისთვის. შემდეგ პროცესზე განახლდება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა.

 

  მომდევნო პროცესი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3 ოქტომბერს, 13.00 საათზე, ჩანიშნა. დღევანდელ პროცესს გიგი უგულავაც ესწრებოდა.