Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
26-09-2014, 16:53
ნანახია: 739

კახა კოჟორიძე: შესაძლებელია მინისტრებს  სხვა შემოსავლებიც გააჩნდეთ!

  მინისტრებისა და მათი მოადგილეების საბანკო ვალდებილებებთან  დაკავშირებით "კვირას" პრესკლუბში "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის"  თავმჯდომარემ  კახა კოჟორიძემ  ისაუბრა.  კოჟორიძის განცხადებით,  გაუგებარია, როგორ ახერხებენ მინისტრები ცხოვრებას, თუ ყოველთვიურად ხელფასის თითქმის 80% საბანკო სესხებში იხდიან.

 

   "როდესაც მინისტრებისა და მათი მოადგილეების სესხებთან დაკავშირებით  კვლევებს გავეცანი, არაერთი კითხვა გამიჩნდა. თუ მინისტრები ხელფასის 50%- 60% თუ 80%-ს კრედიტებში იხდიან, სხვა, ყოველდღიურ საჭიროებებს რა შემოსავლით იკმაყოფილებენ, როცა მათი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ? ამ შემთხვევაში  ჩნდება  გონივრული ეჭვი,  რომ  შესაძლებელია, მათ სხვა შემოსავლებიც გააჩნდეთ "- განაცხადა კახა კოჟორიძემ. 

 

   "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, რამდენიმე თანამდებობის პირმა, თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე, ბანკიდან დიდი ოდენობის სესხი გამოიტანა. ამასთან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია იუწყება, რიგ შემთხვევაში, სესხების ასანაზღაურებლად საჭირო თანხა მინისტრებისა და მისი მოადგილეების კანონით დადგენილი ხელფასის ნახევარზე მეტს შეადგენს, ზოგ შემთხვევაში კი აღემატება კიდეც.