შესაძლოა, აფხაზეთში აჩადარას სამარხი გაიხსნას

შესაძლოა, აფხაზეთში აჩადარას სამარხი გაიხსნას

  აფხაზეთში, ბაბუშერას სამარხის შემდეგ, აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებები აჩადარას სამარხის გახსნაზეც მიმდინარეობს. პროცესი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით გრძელდება.

 

  პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აჩადარას სამარხში, სავარაუდოდ, 44 ქართველი მეომრის ნეშტი განისვენებს.

 

  დეპუტატის თქმით, ეს ის მეომრები არიან, რომლებიც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში მინისტრთა საბჭოს შენობას ბოლომდე იცავდნენ.

 

  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, აფხაზურ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, 2014 წლის გაზაფხულზე ბაბუშერას სამარხი გაიხსნა, საიდანაც თბილისში 31 ქართველი მეომრის ნეშტი გადმოასვენეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: