Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
ივნისი 2020 (3)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
26-09-2014, 23:31
ნანახია: 928

ბესიკ დანელია:

   2014 წლის 26 სექტემბერს "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა ბესიკ დანელიამ პარტიის სათაო ოფისში ბრიფინგი გამართა:

  -"რამდენიმე ხნის წინ საზოგადოება იყო შოკში იმ ინფორმაციით, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარ თავს გამოუწერეს მრავალათასიანი პრემიები. 2013 წელს 14 სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით გაცემული იყო 5 729 131 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 3 მილიონ 135 ათას 38 ლარი.  მათ შორის: თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გამოიწერა 83 ათასი 76 ლარი, პაატა ზაქარეიშვილმა - 50 885 ლარი, მირიან ოდიშარიამ - 50 045 ლარი, ალექსი პეტრიაშვილმა - 49 264 ლარი, ხათუნა გოგოლაძემ - 47 935 ლარი, სოზარ სუბარმა - 47 685 ლარი, დავით ნარმანიამ - 47 685 ლარი და ა.შ. აღარაფერს ვამბობთ მათ მოადგილეებზე, რომელთა შორის ენერგეტიკის მინისტრის ორი მოადგილის მიერ მიღებული პრემია 150 ათას ლარს აღწევს.

   "ქართული ოცნება", რომელსაც ორი წლის მანძილზე არც ერთი მიმართულებით არ გაუუმჯობესებია ჩვენი თანამოქალაქეების ყოფა, ამასაც არ დასჯერდა და როგორც აღმოჩნდა გუშინ, ა/ო "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით, მათ აღებული აქვთ მრავალათასიანი კრედიტები "ქართუ ბანკიდან", რომელთა დასაფარადაც უმეტეს შემთხვევაში 95, 98 და 106 პროცენტი უნდა გადაიხადონ საკუთარი ხელფასიდან.

   ვსვამთ კითხვას: პირველი - როგორ აპირებენ ჩვენი მინისტრები საკუთარი სახელფასო შემოსავლით აღნიშნული კრედიტების დაფარვას, რომელიც ყველა დათვლით არ არის საკმარისი. 

   მეორე: თუ ისინი მთელ ლეგალურ შემოსავალს იხდიან კრედიტის დასაფარად მაშინ რითი ცხოვრობენ?

ასევე ჩნდება კითხვა: რა ფინანსური უზრუნველყოფა და გარანტიები მიიღო "ქართუ ბანკმა" აღნიშნული პირებისგან ასეთი რაოდენობის კრედიტების გასაცემად, ისინი ხომ ბიზნესმენები არ არიან.

 სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთების საშუალება გვაქვს: "ქართული ოცნება" არის ღარიბი ქვეყნის მდიდარი ხელისუფლება, რომლის წევრებიც ვერასოდეს იქნებიან თავისუფალნი საკუთარ გადაწყვეტილებებში, ვინაიდან ისინი დამოკიდებულნი არიან პრაქტიკულად მხოლოდ "ქართუ ბანკის" კეთილ ნებაზე", - აღნიშნა ბესიკ დანელიამ.