Iverioni
«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
სექტემბერი 2021 (5)
აგვისტო 2021 (8)
ივლისი 2021 (7)
ივნისი 2021 (9)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
27-09-2014, 13:16
ნანახია: 835

დავით უსუფაშვილი: პრემიერ-მინისტრმა საქართველო ღირსეულად წარმოაჩინა!

  დავით უსუფაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ღირსეულად წარმოაჩინა.  ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

 

  "პრემიერ-მინისტრმა ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო თავისი ისტორიით, დღევანდელობით და მომავლით. გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ იმ წარმატებების შესახებ, რასაც ქვეყანამ მიაღწია და იმ პრობლემების შესახებაც, რომლის წინაშეც საქრათველო დგას. ასე რომ, პრემიერ-მინისტრიც, პარლამენტიც, მთავრობაც, პრეზიდენტიც, ადგილობირივი თვითმმართველობის ორგანოებიც ყველანი ვართ ქვეყნის სამსახურში და ეს კიდევ ერთხელ ითქვა გაერო-ს ტრიბუნიდან", -აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

 

  ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.