Iverioni
«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
სექტემბერი 2021 (5)
აგვისტო 2021 (8)
ივლისი 2021 (7)
ივნისი 2021 (9)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
27-09-2014, 13:32
ნანახია: 828

თბილისის მერია ომში დაღუპულ ოჯახებს დაეხმარება

   თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

   ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თბილისის მერია აფხაზეთის ომში დაღუპულების სახელობის პარკებისა და სკვერების მოწყობას გეგმავს.

 

   "ჩვენ ის ბიჭები უნდა გავიხსენოთ, ვინც თავი სამშობლოს შესწირა. მათი სახელები ჩვენს შთამომავლობას უნდა გადავცეთ. თბილისის მერია თითოეული ოჯახის გვერდში დგას, ვისაც ჩვენი გვერდში დგომა და ზრუნვა სჭირდებათ. ჩვენ შესაბამის დეპარტამენტთან ერთად ვგეგმავთ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, მათ შორის კეთილმოწყობას პარკებისა და იმ სკვერების, რომელთაც მათი სახელი ეწოდა და ასევე დავეხმარებით იმ ოჯახებს, რომლებიც ამ ადამიანებმა დატოვეს და რომლებსაც თბილისის მერიის მხარდაჭერა სჭირდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.