Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
29-09-2014, 10:59
ნანახია: 650

   დღეს კუდ-ის ყოფილ ხელმძღვანელს დათა ახალაიას "სკაიპის" მეშვეობით ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაკითხავენ. პროცესს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაც დაესწრება. ადვოკატი რომეო საჯაია დაცვის მხარის მოწმეებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს

  "ბრალდების მხარე ცდილობს ჩვენი მოწმეების დაშინებას, ემუქრებიან, ორი მათგანი უკვე მისცეს სასამართლოს პასუხისგებაში. ასევე დაიწყეს კრიმინალური ავტორიტეტების შეთვლა, რომ ისინი არ უნდა მოვიდნენ სასამართლო პროცესებზე. ჩვენ ვაპირებთ დავკითხოთ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ სასამართლო პროცესზე, რომ ბაჩანა ახალაიას მხრიდან, არც გიორგი ქარდავასა და ლევან მაზმიშვილის მხრიდან არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა საჯაიამ.

  პროკურორი ჯარჯი წიკლაური ამტკიცებს, რომ პროკურატურას უტყუარი მტკიცებულებები აქვს, რომლებიც აღნიშნული პირების დანაშაულს ამტკიცებენ.

  პროცესზე უნდა მოხდეს ბრალდებულთა დაკითხვა და ვიცით ამათი პოზიცია, კერძოდ, ისინი არ აღიარებენ დანაშაულს, უარყოფენ ბრალდებას, შესაბამისად მათი ჩვენებები მიმართული იქნება, რათა როგორმე თავი დააღწიონ პასუხისმგებლობას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, პროკურატურამ წარადგინა ყველა უტყუარი მკიცებულება",-განაცხადა წიკლაურმა.

 ცნობისთვის,  ბაჩო ახალიასთან ერთად ნავთლუღის სპეცოპერაციის  საქმეზე ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი არიან ბრალდებული. გამოძიების ინფორმაციით, 2006 წელს ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაცია, რომელსაც სამი ადამიანის სოცოცხლე შეეწირა, წინასწარ დადგმული იყო.