ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი, მზია  ტ. დააკავა.

  "გამოძიებით დაადგენილია, რომ მზია ტ. ერთერთ მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ბრალდებული პირის შეწყალების სანაცვლოდ, სასჯელაღსრულების სისტემის და შეწყალების კომისიის მაღალჩინოსნებს გადასცემდა 15 000 აშშ დოლარს, რის შედეგადაც, ბრალდებული  სასჯელისაგან გათავისუფლდებოდა. აღნიშნულ თანხას მზია ტ. მოტყუებით, თაღლითურად თავად დაეუფლა.

  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას  6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს",-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა  თაღლითობის ფაქტზე ერთი ქალი დააკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: