გიორგი მარგველაშვილი: აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპაციის საკითხზე ვერასოდეს შევთანხმდებით!

გიორგი მარგველაშვილი: აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპაციის საკითხზე ვერასოდეს შევთანხმდებით!

  საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,  საქართველო და რუსეთი ვერასდროს შეთანხმდებიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე, თუმცა თანამშრომლობა შესაძლებელია ვაჭრობის სფეროში. აღნიშნული განცხადება მარგველაშვილმა თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გააკეთა.

  მარგველაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას პოლიტიკურად რთული, თუმცა სწორი პოზიცია აქვს რუსეთთან დაკავშირებით.

 "რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ჩვენ გამოვაცხადეთ პოლიტიკურად რთული, თუმცა სწორი პოზიცია. არსებობს საკითხები, რაზეც ვერასდროს შევთანხმდებით, მაგალითად აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპაცია, თუმცა არის მიმართულებები, სადაც თანამშრომლობა შეგვიძლია, მაგალითად ვაჭრობა",-განაცხადა მარგველაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: