გიორგი ვოლსკი: მხოლოდ ბიოგრაფია არ არის საკმარისი!

გიორგი ვოლსკი: მხოლოდ ბიოგრაფია არ არის საკმარისი!

  საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, რამდენიმე თვის წინ, პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების  ორ ვაკანტურ ადგილზე  შეთავაზებული კანდიდატურები ჩააგდო.

  "მარტო ფურცელზე დაწერილი ბიოგრაფია არაა საკმარისი. არიან  ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწე ხალხს კარგად იცნობენ, არიან ადამიანები, ვინც ნაკლებად იცნობენ.
  უმრავლესობა  არ იყო მზად გადაწყვეტილება  მიეღო ამასთან  დაკავშირებით  და რატომ არის ეს არანორმალური პროცესი არ ვიცი. კანდიდატები არიან წარმოდგენილი, ან მხარს დაუჭრ, ან არ დაუჭერ",-აცხადებს ვოლსკი.

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების  ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტს კვლავ ნინო ბაქაქურის და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურები წარუდგინა.

  შეგახსენებთ, ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე დასამტკიცებლად პარლამენტს  ზურაბ ძლიერაშვილისა და ნინო ბაქაქურის კანდიდატურები წარუდგინა, თუმცა დეპუტატების მხარდაჭერა (76 ხმა) ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა, რის გამოც ადგილი ვაკანტური დარჩა.

  ამასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ  მისთვის გაუგებარი და გასაკვირია, რატომ ჩავარდა მოსამართლეთა კანდიდატურები პლენარულ სხდომაზე, მაშინ, როცა კომიტეტზე მათ მხარდაჭერა მიიღეს.

  ცნობისთვის, ზურაბ ძლიერაშვილს დამთავრებული აქვს ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1998-2005 წლებში მას მიენიჭა უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2005-2008 წლებში იყო თსუ-ის სრული პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო საპროცესო სამართლის საპროფესოროს ხელმძღვანელი. 2013 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს წევრი.

  რაც შეეხება ნინო ბაქაქურს, ის 1998-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სხვადასხვა პოზიციებზე. 2004 წელს მუშაობდა საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის უფროს იურიდიულ მრჩევლად. 2008 წლიდან დღემდე მუშაობს იურიდიულ კომპანიაში "ნოდია ურუმაშვილი და პარტნიორები" საბანკო და ფინანსური სამართლის ხელმძღვანელად.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: