Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
1-10-2014, 00:46
ნანახია: 757

   ბაღდათის რაიონულ პოლიციასთან  20 წლის ირაკლი აბულაძის ახლობლები და ოჯახის წევრები ახალგაზრდას დაკავებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით  აბულაძე  რამდენიმე საათის წინ  სამართალდაცავებმა ბაღდათის ცენტრში ძალის გამოყენებით დააკავეს და იარაღი ჩაუდეს. აბულაძის ახლობლები იმასაც ამბობენ რომ , ახალგაზრდა ნაცემია, რადგან როგორც ისინი ამბობენ, ადვოკატს მისი ნახვის საშუალება არ მისცეს ,

 

   -"4 საათზე მეტია ჩემ შვილთან ადვოკატს არ უშვებენ, შესვლას ითხოვს ადვოკატი, მაგრამ ვერ ახერხებს, მორიგე თანამშომლები მას შენობაში არ უშვებენ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი ნაცემია და მის მეგობრებს ემუქრებიან, ამავე სოფლის დასახლება ჰყვება, რომ დღისით, მზისით როგორ ჩაუდეს იარაღი ჩემს შვილს. არსებობენ თვითმხილველებიც, როგორ დაამცირეს ჩემი შვილი, დააგდეს მიწაზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩემი შვილი დაზარალებულია, ყველაფერს რომ თვაი გავანებოთ და ჩემი შვილი რეციდივისტი გამოიყვანა ამ დასაქცევმა ხელისუფლებამ, მამაო, რომელიც მთავარანგელოზობის ეკლესიაში წირვა-ლოცვას ატარებს მოვიდა თხოვნით, უნდოდა გასაუბრება მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ სასულიერო პირს დაცვის თანამშრომელბა სიტყვიერი შეურაწმყოფა მიაყენა, მამაომ უთხრა შემომიშვით, მინდა გაგესაუბროთო და ადგილი არ გვაქვსო, ასე უთხრეს  სასულიერო პირს ამ არაკაცებმა“- ნათქვამია ირაკლი აბულაძის დედის ნათია აბულძის განცხადებაში ,

 

   დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია სავარაუდოთ მასზე რამდენიმე დღეში  გახდება ცნობილი  მიესჯება თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 

 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციიდ დაკავებული ირაკლი აბულაძე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვისთვისა  დაკავებული , ასევე იმასაც ამბობენ რომ აბულაძემ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია  და ამ მოტივიდა დაკავებული.

დათო ცხვარაძე