რის შესრულებას სთხოვს ალეკო ელისაშვილი თბილისის მერს?

რის შესრულებას სთხოვს ალეკო ელისაშვილი თბილისის მერს?

   ალეკო ელისაშვილი, თბილისის მერს, გუდიაშვილის სახელობის მოედნის რეაბილიტაციაზე აღებულ პასუხისმგებლობას ახსენებს.

   "წინასაარჩევნოდ, დავით ნარმანიამ, ხელი მოაწერა გუდიაშვილის მოედნის გადარჩენის მემორანდუმის ექვს პუნქტს. ძალიან მარტივია ვითარება, ის ექვსი პუნქტი უნდა შესრულდეს. ძალიან კარგად იცოდა დავით ნარმანიამ, რასაც ხელს აწერდა", - განაცხადა ელისაშვილმა.

   გუდიაშვილის სახელობის მოედნის რეაბილიტაციაზე დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და არქიტექტორთა კავშირის წარმომადგენლები იმსჯელებენ.

  დღესვე უნდა გაირკვეს რა სახით გაგრძელდება სამუშაოები. როგორც ცნობილია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უკვე წარდგენილი პროექტები დაიწუნა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: