ექვსი მაჟორიტარი საპარლამენტო ფრაქციად რეგისტრირდება

ექვსი მაჟორიტარი საპარლამენტო ფრაქციად რეგისტრირდება

ახალი ფრაქციის "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები" (რომელსაც ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ლიპარტელიანი უხელმძღვანელებს), რეგისტრაციის საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა, დასკვნა კი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

ხუთ მაჟორიტარულ ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" სიით გასულმა დეპუტატმა გოგი ლიპარტელიანმა, გოდერძი ბუკიამ, ენზელ მკოიანმა, კახა ოქრიაშვილმა და სერგო ხაბულიანმა უმცირესობაში გაერთიანებაზე უარი პარლამენტში შესვლისთანავე თქვეს. მათ რიგებს მალევე ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გოზალიშვილიც შეუერთდა. გოზალიშვილის უმცირესობიდან წასვლით დამოუკიდებელ დეპუტატებს ფრაქციის შექმნის საშუალება მიეცათ.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, რეგისტრაციისთვის ფრაქციის შექმნიდან ერთი კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება და ფრაქციის წევრთა ვინაობა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: