Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
1-10-2014, 21:48
ნანახია: 627

ზურაბ აბაშიძე: საქართველო ბოლო ორი წლის განმავლობაში  ადამიანები შიშში აღარ ცხოვრობენ!

  საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ზურაბ აბაშიძის შეფასებით, საქართველო ბოლო ორი წლის განმავლობაში იქცა ქვეყნად, სადაც მედია და ბიზნესი თავისუფალია და ადამიანები შიშში აღარ ცხოვრობენ.

  მისივე თქმით, საგარეო საკითხებში საქართველო ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებული იყო, რაც ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით და ამერიკასთან კიდევ უფრო დაახლოებით გამოიხატება.

  "2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველო გათავისუფლდა იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც ჰქონდა ორიენტირად მხოლოდ ადამიანის ჩაგვრა და ძალადობა. დღეს ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, მე მგონი, ეს ნათელი და ცხადია ყველასთვის. თუნდაც ბოლოდროინდელი კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა, მნიშვნელოვანია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და თემა, რომ თუ მედია თავისუფალია ქვეყანაში, ის უკვე დემოკრატიული სახელმწიფოა. მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან ბევრი პრობლემაა ჩვენს წინაშე, როგორიცაა ეკონომიკურ-სოციალური, დასაქმების ტიპის და რომელიც შეიძლება ჩვენს მთავარ გამოწვევად ჩაითვალოს, ქვეყნის სწორი გზით განვითარება ამის დაძლევაში დაგვეხმარება", - განაცხადა აბაშიძემ.

  ამასთან, დეპუტატს მიაჩნია, რომ, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ეს არის თავისუფალი სახელმწიფო, ადამიანებს არ აქვთ შიში, რომ განსხვავებული პოზიცია გამოხატონ, ქვეყანაში ტარდება თავისუფალი არჩევნები, კერძო საკუთრება დაცულია, ბიზნესი - თავისუფალი.

  "ეს არის ის მიღწევები, რომლებსაც პირადად მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოს განვითარება და წინსვლა გარანტირებულია, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას", - აღნიშნა აბაშიძემ.