Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
2-10-2014, 06:26
ნანახია: 1026

ირაკლი ჩიქოვანი: გარკვეული საკითხები რეზოლუციაში ადეკვატურად არ არის ასახული!

   ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენელი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია წინააღმდეგობრივია.

  "ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციას მხარს თავად მომხსენებლები არ უჭერებენ, ვინც უშუალოდ ფლობენ ადგილზე არსებულ სიტუაციას. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მოხსენებაში ასახული საკითხები რეზოლუციაში ადეკვატურად არ არის ასახული. საკითხს მხარი არ დაუჭირა მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელმაც. მას არც მე დავუჭირე მხარი, რადგან მხარს ვუჭერ მომხსენებლების პოზიციას. საკითხები, რომელთა გატანაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მოხდა, ადეკვატურად არ ასახავს რეალობას, რაც საქართველოში არსებობს", - განაცხადა  ჩიქოვანმა.

  შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს მიღებულ რეზოლუციაში დარჩა ჩანაწერი, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ბაჩო ახალიას პატიმრობის ვადას და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას ეხება.