დავით ნარმანია დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება

დავით ნარმანია დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება

  დღეს,  13:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში"  თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდება.  ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

  "შეხვედრაზე დავით ნარმანია დიპლომატებს თბილისის მთავრობის მიერ განსახორციელებელი და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. შეხვედრის მონაწილეები თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებს განსაზღვრავენ",-აცხადებენ მერიაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: