დავით უსუფაშვილი: გარკვეული პოლიტიკური ძალები რეზოლუციას წარსულის გამართლების მიზნით ეფარებიან!

დავით უსუფაშვილი: გარკვეული პოლიტიკური ძალები რეზოლუციას წარსულის გამართლების მიზნით ეფარებიან!

  ევროსაბჭოს მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებაზე პირველ  შეფასებას აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე  დავით უსუფაშვილი. 

  უსუფაშვილის თქმით, ეს რეზოლუცია  ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, იმუშაოს უკეთ და არ არის საუბარი იმაზე, რომ წინა ხელისუფლება დამნაშავე არ იყო. მანვე  აღნიშნა, რომ ამავე რეზოლუციაში დამნაშავე პირების სათანადო დასჯაზეა საუბარი.

 

  "ევროსაბჭო მნიშვნელოვანი ორგანოა. დარწმუნებული ვარ, ამ რეზოლუციას ყველა კარგად გაიგებს.  რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებას აქვს მიღწევები, მედია და ბიზნესი თავისუფალია, თუმცა გასაკეთებელი არის კიდევ ბევრი რამ, მაგალითად სასამართლო სისტემაში და ჩვენ ეს ვიცით. სასამართლო რეფორმაა  გასატარებელი",- აცხადებს უსუფაშვილი.

  მისი თქმით,  გარკვეული პოლიტიკური ძალები რეზოლუციას  თავისი წარსულის გამართლების მიზნით ეფარებიან.

  ცნობისთვის, ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია დაამტკიცა. 103 მომხრე, 27 წინააღმდეგი  -  რეზოლუცია  ამ შედეგით დაამტკიცეს.

  ევროსაბჭომ მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი მხოლოდ ერთი ცვლილებით მიიღო. ეს ცვლილება ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხს ეხება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც ერევა მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: