Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
5-11-2012, 12:56
ნანახია: 5032

გიგი უგულავა და მისი გარემოცვის წევრები შესაძლოა მალე დაიჭირონ?!

"ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, გიგი უგულავა და თბილისის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ.


წყარო აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის ოფისი ამ კვირიდან იწყებს თბილისის მერიის სამსახურების უფროსების, თბილისის გამგებლებისა და თბილისის მუნიუციპალიტეტს დაქვემდებარებული სახელმწიფო საწარმოების ფინანსური საქმინობის შესწავლას. მათ შორის, კონტროლის პალატის მიერ თბილისის მერიის იმ პერიოდის შემოწმების შედეგებს, რაც ამ პოსტზე გიგი უგულავა მუშაობსს (2005-2012 წ.წ).


"პროკურატურამ უკვე მოიპოვა იმგვარი მასალები, რომლებზეც სისხლის სამართლის საქმეს სტაჟიორ-გამომძიებელიც კი აღძრავს, იმდენად ნათელია დანაშაულის ფაქტები. თუ მთავარმა პროკურატურას ობიექტურად გამოიძია საქმე, დაჭერას ვერ გადაურჩებიან გიგი უგულავა, მერიის ყველა სამსახურის უფროსი, თბილისის რაიონების გამგებლები და მათი მოადგილეები. ასევე მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები. შემიძლია დავასახელო რამდენიმე ადამიანი, რომელთა გვარებიც უკვე ამოტივტივდა. საქმე ეხება ბიუჯეტიდან მითვისებულ ასეულ მილიონობით ლარს, არ ვაჭარბებ, შესაძლოა, ძიების პროცესში მილიარდებზე იყოს ლაპარაკი. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უზარმაზარი ფული არა მარტო ბიუჯეტიდან მიდიოდა უგულავასა და მისი გარემოცვის ჯიბეში, არამედ ეს ადამიანები მონაწილეობდნენ სახელმწიფო ქონების, მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობის უკნონო პრივატიზაციაში, საკუთარი ახლობლების კომპანიებისთვის სახელმწიფო თანხების გადარიცხავაში, კორუფციული სქემით სადაზღვევო კომპანიებთან ერთად მილიონობით ლარის "მოტეხვაში" და სხვა მრავალ უკანონობაში. ვიმეორებ, თუ გამოძიება ობიექტურად წარიმართა, სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრება არა მხოლოდ გიგი უგულავასა და მისი გარემოცვის, არამედ ათეულობით კერძო კომპანიის ხელმძღავნელთა წინააღმდეგაც. მე იურისტი ვარ და ამ მასალების მხოლოდ მცირე ნაწილს გავეცანი, რომელმაც ჩემთან ალტერნატიული წყაროდან მოაღწიეს. დაუჯერებელია, მაგრამ რეალობა ასეთია: არ გაგიკვირდეთ, თუ მალე არა რამდენიმე ათეული, არამედ რამდენიმე ასეული ყოფილი და ამჟამინდელი ბიზნესმენი დაიჭირონ. ამას სრულიად გადაუჭარბებლად ვამბობ", - განუცხადა წყარომ "ივერიონს".


წყაროს ინფორმაციით, მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურული საკითხია მთავარი პროკურატურისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი პირების წინააღმდეგ რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრას:. ესენი არიან: გიგი უგულავა, მამუკა ახვლედიანი, ზურაბ არსოშვილი, გიორგი მელაძე, გიორგი ცხაკაია, დავით ნინიძე, დავით ალავიძე, მამუკა ქაცარავა, თემურ გიორგაძე, აკაკი ჯოხაძე, ზვიად არჩუაძე, ლაშა მაქაცარია, ირაკლი აბესაძე, მალხაზ მუჯირიშვილი, ზაზა დოლიძე, კობა სუბელიანი, ლევან კოპლატაძე, გიორგი ხუჭუა, პაატა გობეჯიშვილი, დავით ბურდული, გიორგი ჩაჩანიძე, დავით იოსელიანი, რამაზ სულამანიძე, ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, ლაშა ფურცხვანიძე, თემურ გრიგალაშვილი.


წყაროს ინფორმაციით,  ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომელთა  საქმესაც გენპროკურატურა სწავლობს, შესაძლოა უახლოეს მომავალში სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.