Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
2-10-2014, 21:56
ნანახია: 3821

ირაკლი ღლონტი:-

   დღეს პარლამენტის წინ პარტია "რეფორმატორებმა" მშვიდობიანი აქცია გამართეს. პარტიის ლიდერმა და წევრებმა შეაფასეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 2 (ორი) წელი. როგორც პარტიის ლიდერმა ირაკლი ღლონტმა განაცხადა, დაპირება დაპირებად დარჩა.

   -ჩვენი მთავარი მიზანია იმ მახინჯი რეალობის წინააღმდეგ ბრძოლა, რომლის გამოც საერთოდ პოლიტიკური საქმიანობა დავიწყეთ და აქ რა თქმა უნდა განვიხილავთ ერთ-ერთ  მთავარ ძლიერ  კომპონენტად ცრუ დაპირებებს. არ გვინდა ცრუ დაპირებებში ვიცხოვროთ, ჩვენ არ გვინდა თავი ისევ მოვიტყუოთ, ისევ მრავალწლიანი პრაქტიკა გავიზიაროთ და ჩვენს ოჯახში შევიტანოთ რასაც ჰქვია თვალებში ნაცრის შეყრა. ვითხოვთ დიდი ხნის დაპირებების ასრულებას, კრიმინალებთან დაუნდობელ ბრძოლას, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე, ოჯახი და კერძო საკუთრება იყოს დაცული. არ ხდებოდეს ყოველდღიურად ძარცვა და ყაჩაღობა, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა. 

შეიძლება ეს ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე წყალს ასხამდეს და რა თქმა უნდა "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან კარგად იყენებს ამას პოლიტიკური ოპონირებისთვის, მაგრამ გამოვრიცხავ იმ ვერსიას, რომ ეს არ იქნება მათი დივერსიული მოქმედება. "ნაციონალურ მოძრაობას", რომ ამ მოქმედების თავი ჰქონოდა "ქართული ოცნება" დღეს არ გვეყოლებოდა სათავეში. ჩვენ, ოპოზიცია დავდგებით ერთიანი საქართველოს დასაცავად და ხელისუფლებამ უნდა დაგვანახოს მოსმენის უნარი. ინტელექტის გარემოცვა საერთოდ დაკარგა ხელისუფლებამ, რაც პირდაპირ საფრთხის მატარებელია ჩვენი ქვეყნისათვის.

   -"თავისუფალი ზონის" და "თავისუფალი თაობის" წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან, თქვენი აზრით, რა ხდება? ეს ვირაცის მართვადი პროცესია თუ ხალხის მოთმინების ფიალის ავსება ბოლომდე?

   -მე შემიძლია მედიატორის როლი შევასრულო და ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერს დავავალო რომ შეახვედრონ ისინი ერთმანეთს და აწარმოონ მოლაპარაკება უკეთესი ერთიანი საქართველოსათვის. ეს დაპირისპირება შესაძლოა იყოს სპექტაკლი, რომლის უკანაც "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" დგას. მე ძალიან მედარდებიან ის ახალგაზრდები, რომლებიც იჭყლიტებიან ამ ორი გიგანტური პოლიტიკური პარტიისთვის. მათ არ ანაღვლებთ არც საქართველო, არც მოსახლეობა და არც სხვა რამ, მათი მიზანია დიდი ხანი იყვნენ ხელისუფლებაში. ძალიან ვწუხვარ "ასავალ დასავალის" ჟურნალისტის ცემის ფაქტზე და ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, რომ დაიცვან წესრიგი და ფიზიკური დაპირისპირების ნაცვლად იბრძოლონ კალმით, იბრძოლონ წერით. ამ ყველაფერმა შესაძლოა მიგვიყვანოს შიდა დაპირისპირებამდეც.

 

თაზო ბენიძე.

 

ფოტორეპორტაჟი  ფოტოების ავტორი გიორგი მარჯანიძე