Iverioni
«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
სექტემბერი 2020 (5)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
3-10-2014, 15:31
ნანახია: 703

პეტრე მამრაძე:

  "მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელის  პეტრე მამრაძის განცხადების თანახმად, "თავისუფალი ზონა" "ნაციონალური მოძრაობის" მფარველობის ქვეშ დაარსებული ორგანიზაციაა.
  "გადახედეთ ამ ორგანიზაციის სახეებს. რა სჭირდებათ მათ? - მათ ჰაერივით სჭირდებათ, რომ ეკრანებზე გამოჩნდნენ დასისხლიანებულები. ნებისმიერ ბინძურ პროვოკაციაზე არიან წამსვლელები.

  პასუხი უნდა გაეცეს "ნაცისტების" პროვოკაციებს, რომელ ორგანიზაციასაც არ უნდა ამოეფარონ ისინი. ასეთ შემთხვევაში გამოჩნდებიან, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერი ქმედებით მიაღწიონ საკუთარ მიზანს", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

 მამარაძე განმარტავს, რომ მოსაზრება, თითქოს  ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" უკან ხელისუფლება დგას, საფუძველს მოკლებული არ არის.

 "ამასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვები და ეს არ არის უსაფუძვლო. ასეთი ორგანიზაციის შექმნა და  "თავისუფალ ზონასთან" დაპირისპირება ემსახურება "ნაცისტური" რეჟიმის წარმომადგენლების ინტერესებს. მათ აწყობთ ეს, ამით ხეირობენ, რადგან ასეთი დაპირისპირებები მათ წისქვილზე ასხამს წყალს.

   ხელისუფლებაში თუ ვინმეს ჰგონია, რომ "თავისუფალი თაობის" მოქმედება კარგია, ძალიან ცდებიან. ასეთი ორგანიზაციები არსებობდნენ ქვეყანაში. ამას გულის მოფხანისთვის აკეთებენ და ჰგონიათ, რომ ძალის გამოყენება მომგებიანია. პირიქითაა, წამგებიანი იქნება ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის. თუ დანამდვილებით ხელისუფლება დგას "თავისუფალი თაობის" უკან, ეს დიდი შეცდომაა", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.