Iverioni
«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
მაისი 2023 (4)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
4-10-2014, 17:16
ნანახია: 1074

სახალხო დამცველი მირზა გოჩუაძის საქმეს პირადად შეისწავლის

  სახალხო დამცველმა ქუთაისში მომხდარი ფაქტის შესწავლა დაიწყო.სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოებმა შემთხვევის სწრაფი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება უზრუნველყონ.


  "საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იქნება გამოძიების მონიტორინგის პროცესში. ამასთან, ამ საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა უახლოეს დღეებში საზოგადოებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას მიაწოდებს. მსგავსი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის აუცილებლობას, რაც ქვეყანაში თავის მხრივ უზრუნველყოფს მიუკერძოებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობას", - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.