Iverioni
«    მაი 2023    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
მაისი 2023 (3)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
5-10-2014, 10:57
ნანახია: 1038

პატრულმა დიდი ოდენობით დაკარგული თანხა მფლობელს დაუბრუნა

  მოქალაქეს სამარშრუტო ტაქსში დარჩა ჩანთა, რომელშიც 11 ათასი აშშ დოლარი ჰქონდა.

  შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ წეროვანთან, 1987 წ. დაბადებული ფრიდონ კუსრაევისგან მიიღეს შეტყობინება, რომ სამარშრუტო ტაქსში დარჩა ჩანთა, რომელშიც 11 ათასი აშშ დოლარი ჰქონდა.

  პატრულ-ინსპექტორმა შეტყობნების მიღებისთანავე თბილისისკენ მოძრავი ავტომანქანის სავარაუდო მონაცემები თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გადასცეს.

  სამართალდამცველებმა სამარშრუტო ტაქსი თბილისში, დადიანის ქუჩაზე გააჩერეს და ფულიანი ჩანთა იპოვეს.