Iverioni
«    მაი 2023    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
მაისი 2023 (3)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
5-10-2014, 18:47
ნანახია: 1015

გია ვოლსკი: პარტიის განვითარების თემაზე ყველას თავისი მოსაზრებები გააჩნია!

   ფრაქციის წევრები კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში" შეიკრიბნენ. ფრაქციის თავმჯდომარის გია ვოლსკის თქმით, შეხვედრა ამერიკელი პარტნიორების, "აირაის" ჯგუფის წარმომადგენლების ხელშეწყობით მიმდინარეობს.

  "ქართული ოცნება" შეიკრიბა ისეთი თემის განსახილველად, როგორიცაა - მემარცხენე ცენტრიზმი ევროპული სოციალ-დემოკრატიული თანამშრომლობისა და ჩვენი პარტიის იდეოლოგიის ძირითადი საფუძვლების საკითხის განსახილველად.

  ეს არ არის სემინარი,  პარტიის განვითარების თემაზე იდეოლოგიურ ნაწილში ყველას თავისი მოსაზრებები გააჩნია. ხოლო რაც შეეხება პარტიის განვითარებას ორგანიზაციულ ნაწილში, ამაზე  ცალკე გვექნება მსჯელობა", - აცხადებს გია ვოლსკი.