"სოლიდარობის ფონდსა" კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის მემორანდუმი გაფორმდება

"სოლიდარობის ფონდსა"  კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის მემორანდუმი გაფორმდება

   დღეს 12:30 საათზე, "სოლიდარობის ფონდსა" და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის  მემორანდუმი გაფორმდება, რომლის საფუძველზეც მხარეები მხარს დაუჭერენ საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფიული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი პირებისათვის სათანადო ალტერნატიული რესურსების შექმნას და ნებაყოფლობით საწყისებზე, უზრუნველყოფენ სათანადო რესურსების მობილიზაციას.


  "სოლიდარობის ფონდთან" თანამშრომლობის ფარგლებში, თეატრი განახორციელებს ფულადი სახსრების მობილიზებას და ფონდისათვის ნებაყოფლობითი დონაციის განხორციელებას თეატრის საგადამხდელო არხების მეშვეობით: კერძოდ, თეატრის მომხმარებლების მიერ შეძენილი თითოეული ბილეთის ღირებულებიდან 10 (ათი) თეთრი ჩაირიცხება ფონდის ანგარიშზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: