საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება

საქართველო-აზერბაიჯანის  სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება

  საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა 2014 წლის ბოლომდე გაიმართება.

 

  როგორც აზერბაიჯანული მედია წერს. აღნიშნული სხდომა, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების შეთანხმების საფუძველზე წლის ბოლომდე შედგება. როგორც აზერბაიჯანის მთავრობაში აცხადებენ, ქართული მხარის შეთავაზებაა, რომ სხდომა ნოემბერში ჩატარდეს, თუმცა მათივე ინფორმაციით, კომისიის სხდომის ჩატარების საკითხი, მხარეებს შორის განსახილველი თემების მომზადებაზე იქნება დამოკიდებული.

 

  რიგითობის მიხედვით კი წელს სხდომას აზერბაიჯანმა უნდა უმასპინძლოს.


  აღნიშნული სხდომა ჯერ კიდევ 2013 წლის პირველ კვარტალში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო თარიღმა 2014 წლის პირველ კვარტალში გადმოიწია. თუმცა საბოლოოს სხდომა 2014 წლის მეთხე კვარტალში ჩაინიშნა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: