ნუგზარ ნაჭყებია: ღარიბაშვილ-ივანიშვილმა ჩემს პრობლემებზე ყველაფერი იციან, მაგრამ დღეს ვის რაში ვჭირდები!

ნუგზარ ნაჭყებია: ღარიბაშვილ-ივანიშვილმა ჩემს პრობლემებზე ყველაფერი იციან, მაგრამ დღეს ვის რაში ვჭირდები!

ერთ დროს ლეგენდები დადიოდა ნუგზარ ნაჭყებიაზე, როგორც შეუპოვარ და სამართლისთვის მებრძოლ საჯარო მოხელეზე. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურმა რეჟიმმა“ მის წინააღმდეგ დათრგუნვის ყველა მექანიზმი გამოიყენა, თვით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ჩათვლით, სულით მიანც არ გატეხილა და ბრძოლა ბოლომდე არ შეუწყვეტია.

„ნაციონალებისგან“ შერისხულმა ნუგზარ ნაჭყებიამ 2011 წელს „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი და ყველა დავიდარაბამ მის მხრებზეც გადაიარა. იმედი ჰქონდა, რომ ახალი ხელისუფლება მაინც დაინტერესდებოდა მისი ბედ-იღბლით და სამართლიანობაც აღდგებოდა, მაგრამ... როგორც თვითონ ამბობს, ძალიან შეცდა!
ამ მხრივ ჯერჯერობით ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა. მისი აზრით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკური ნება არ არსებობს!..


- ბატონო ნუგზარ, როგორც ჩანს, ახალმა ხელისუფლებამაც  გაგიცრუათ  იმედები... რას იტყვით სამართლიანობის  აღდგენაზე?


- ჩემი აზრით, დღვანდელ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენის სურვილიც არ აქვს.  ამ შემთხვევაში, არა მარტო ჩემ მიმართ არსებულ გულგრილობას ვგულისხმობ.


მე არ მეგონა, 1-ელი  ოქტომბრის შემდეგ  საზოგადოება პირშიჩალაგამოვლებული და იმედგაცრუებული თუ დარჩებოდა. ვფიქრობდი,  ნელ-ნელა აღდგებოდა სამართლიანობა,სასამართლო, პროკურატურა ძველ უსამართლობებს წერტილს დაუსვამდა, მაგრამ,  დღეს ამის მსგავსსაც ვერ ვხედავ.


სამაგიეროდ ,,ნაციონალებს“  აწინაურებენ, ანუ იმათ,  ვინც თანამშრომლობდა სააკაშვილის  კრიმინალურ რეჟიმთან. მაგალითად,  მე რომ  კონტროლის  პალატაში ვმუშაობდი, ვიბრძოდი სამართლიანობისთვის ვამხელდი ბოროტებას და ვიცავდი მართალ ადამიანებს.  ეს არ მოსწონდა კონტროლის პალატის მაშინდელ ხელმძღვანელობას, მათ შორის, დავით  ნარმანიას დღევანდელ მოადგილეს - გუგა ხელაიას. ის  მაშინ  კონტროლის  პალატის თავმჯდომარის მოადგილე იყო. მე გაზეთებითა თუ ტელევიზიით ვიბრძოდი ჩაგრულთა დასაცავად - მიხეილ   ჯანიკაშვილს, თამარ ლებანიძეს და ბიძინა გიორგობიანს  ვიცავდი.
როცა გამოსავალი ვერ ვიპოვე,  დავწერე მოხსენებითი  ბარათი მაშინდელი კონტროლის პალატის თავმჯდომარის, აწ განსვენებულ ზურაბ სოსელიას სახელზე. ამას სჭირდებოდა  ვიზირება, მე ეს ბარათი ვიზირების  გარეშე ჩავაბარე და დანიშნულების ადგილამდეც მივიტანე.  ამან საბოლოოდ გააცოფა ხელაია... მიკვირს, რა ნიშნით დაწინაურდა იგი დღევანდელ მერიაში - სხვა თუ არაფერი, მას სათანადო გამოცდილებაც არა აქვს...


დღეს ჩემი გასაჭირი არავის ესმის.  უსამართლობასთან ბრძოლამ ჯანმრთელობაც შემირყია. მადლობა ღმერთს კეთილი ადამიანები ქვეყანაზე არ გამოილევიან - მადლიერება მინდა გამოვხატო აკადემიკოს ნოდარ ემხვარის მიმართ, რომელმაც გულის ოპერაცია გამიკეთა, ჩემი მდგომარეობა გაითვალისწინე და ფული როცა გექნება, მერე მომეციო, მითხრა.


ეს კაცი მხოლოდ მიტინგებიდან და ტელევიზიიდან მიცნობდა..


- რატომ  დაგიპირისპირდათ კონტროლის  პალატის მაშინდელი ხელმძღვანელობა?


- მე არ ვაძლევდი უფლებას ვინმეს უსამართლოდ მოქცეოდნენ, არ ვწერდი უსამართლო აქტებს. არადა ხშირად მაძალებდნენ არაობიექტური დასკვნა დამეწერა იმ ჩინოვნიკებზე, ვისი დაჭერაც უნდოდათ. მე ამის თაობაზე ჩემს კაბინეტში  ვესაუბრე  გენერალური პროკურატურის  პროკურორს დავით  კორძაიას და მასთან  საუბარი ჩემს საბრალდებო დასკვნაში ისე ჩაიწერა, თითქოს მე ზეწოლას ვახორციელებდი  ამ პროკურორზე. ამაზე აღმიძრეს სისხლის სამართლის საქმეც.


- ეტყობა ვიღაცის  ინტერესებს შეეხეთ, ალბათ ამიტომაც გახდა ნაცრეჟიმი თქვენით  უკმაყოფილო!..


- მთელი ჩემი ისტორია ბიძინა გიორგობიანს უკავშირდება, რომელიც შეეცადა ფარდა აეხადა იმ, უკანონობისთვის  რაც იყო ნაცრეჟიმის  დროს. კერძოდ, საქმე ეხება ერთ საკმაოდ გახმაურებულ თემას - ვითომ ხეები იჭრებოდა სამხრეთ ოსეთში, არადა, აქ იჭრებოდა, ამ გზით დიდძალი ფული მიდიოდა ჩინოვნიკთა ჯიბეებში. გიორგობიანმა ეს აღკვეთა და არ აპატიეს - დაიწყო  მისი შევიწროება. კონკრეტულად, მე დამავალეს მისი ,,გაფუჭება“ -  ჩემს რვიზიორებს უნდა ,,გამოეჭირათ“. მე გარემოს დაცვის მაშინდელ მინისტრს  თამარ ლებანიძესა და საქსტანდარტის მაშინდელ გენერალურ  დირექტორს მიხეილ  ჯანიკაშვილს (რომელსაც  ბასას აქტიურობის გამო ერჩოდნენ), მხარში ამოვუდექი. არადა, მაიძულებდნენ, მათი საწინააღმდეგო აქტი დამეწერა. თუმცა,  ჯანიკაშვილი ბოლოს მაინც დაიჭირეს.


- თქვენ როგორ შეგიწყდათ უფლება-მოვალეობა?


- ჩემს აქტიურობას და ურჩობას სათანადო სასჯელიც მოჰყვა - სასამართლომ გადამაყენა და გირაოც შემიფარდა - 5 ათასი ლარი, იმ მოტივით, რომ თითქოს  გამოძიებასა და რევიზორებზე ვახდენდი ზეწოლას,  გიორგობიანზე აქტი არ დაეწერათ.


- კი მაგრამ, რატომ თქვენ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს და არა დეპარტამენტის თავმჯდომარეს?


- ის  ,,ნაციონალების“  გავლენის ქვეშ მოექცა, მე კი სამსახურის ბოროტად გამოყენებაში დამადანაშაულეს. გიორგობიანი ბოლოს  ჩემი ხელშეწყობით გაიქცა გერმანიაში. სასჯელი  დაუსწრებლად მიუსაჯეს. 1 ოქტომბრის შემდეგ იგი ჩამოვიდა საქართველოში და დღეს  თბილისის გარემოს დაცვის დეპარტამენტის  ხელმძღვანელია.


- რატომ არ დაინტერესდა დრევანდელი ხელისუფლება თქვენი პრობლემებით, რატომ არ აგინაზღაურეს კომპენსაცია? იქნებ დღესაც ვინმეა დეპარტამენტში  ისეთი, ვისაც არ უნდა თქვენი სამსახურში აღდგენა?


-კომპენსაციის გადახდა თავისთავად ჩემს სამსახურში აღდგენასაც გულისხმობს...


მე ყველას ვიცნობ დღევანდელ მთავრობაში, მაგრამ ჯერ არავის უთქვამს , ნუგზარ ნაჭყებია უდანაშაულოდ დაისაჯა და სამართლიანობა აღვადგინოთო.  როცა ,,ნაციონალური“  ფაშიზმი მძვინვარებდა, მე სახელმწიფო მოხელის რეპუტაცია არ შევბღალე და სწორი გზიდან არ გადავუხვიე, დღეს კი დავრბივარ მშიერ-მწყურვალი,მაგრამ ხსნა არსაიდან ჩანს!’


- ვის მიმართეთ?


- ნოდარ ხადური ვნახე გლდანში, ამას წინათ. გაფითრდა კაცი,  აქ, სად მომაგენიო. არადა, არაფერი მითხოვია მისთვის არასდროს.  არჩევნების წინ კი გვერდიდან არ მშორდებოდა, , აბა, ნუგზარ, აბა, ნუგზარ, დამეხმარეო,  მეძახდა.


უარესს გეტყვით, სამებაში პანაშვიდზე შევდხვდი ეკა ბესელიას და მოვიკითხე, თან ჩემი ,,საქმე“ შევახსენე, მიმიხედეთ-მეთქი. შენი გვარი შემასხენეო, მითხრა, არადა, რამდენ აქციაზე ვყოფილვართ ერთად! შემრცხვა!


- ვისი პრეროგატივაა სამართლიანობის აღდგენა?


- წულუკიანის. 2012 წლის  დეკემბერში გავმართლდი მარეაბილიტირებელი გადაწყვეტილებით, ანუ მე უნდა აღვდგე ჩემი პირვანელი მდომარეობით. სამუშაოზე აღგენა ვერ მოხერხდა, რადგან კონტროლის პალატაში  რეორგანიზაციის მოტივით ჩემი თანადებობა ლიკვიდირებულია. წესით და კანონით  სხვა შესაფერის თანადებობაზე უნდა აღმადგინონ. თანმდებობიდან  გადაყენება ნიშნავს, რომ ხელფასს არ იღებ, მაგრამ იურიდიულად სამსახურში ხარ.


- რატომ იჩენს გულგრილობას დრევანდელი მთავრობა თქვენ მიმართ, რატომ არ დაინტერესდნენ თქვენი მდგომარეობით?


- რა ვუთხრა  ხელისუფლებას, მე ნუგზარი ვარ, ნაჭყებია,  თქვენი თანამებრძოლი და მომხედეთ-მეთქი? პიროვნულად მე რა შემიძლია? ამათ უკვე არავის დანახვა არ უნდათ! ივანიშვილ-ღარიბაშვილმა არ იციან  მე რა მდგომარეობაში ვარ?!  როგორც ჩანს, ყველამ თავისი გაინაღდა და ახლა მათთვის სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი გახდა. დარწმუნებული ვარ, ეს მათ ცუდად დაუბრუნდებათ!

ესაუბრა ნათია ხარბედია




საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: