ხათუნა ლაგაზიძე: საქართველოში არანაირი პოლიტიკური დევნა არ ხორციელდება!

ხათუნა ლაგაზიძე: საქართველოში არანაირი პოლიტიკური დევნა არ ხორციელდება!

 "საქართველოში არანაირი პოლიტიკური დევნა არ ხორციელდება", - ასე აფასებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადებას.

 "ერთია, ევროპარლამენტარების გადმოსახედიდან როგორ მიმდინარეობს პროცესები, მეორეა - როგორ წარადგენენ ამას "ნაციონალები" თავიანთ ლობისტების მეშვეობით დასავლეთში. მესამეა ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით 9 წლის განმავლობაში. ხშირად ხდება სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაცია, იმავე ახალაიას შემთხვევაში, როდესაც ერთი გამამართლებელი განაჩენი დგება და მაშინვე ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება და ეს რამდენჯერმე ვიხილეთ. ბუნებრივია, ეს დასავლელ პოლიტიკოსს კითხვის ნიშანს უჩენს. ყველა ევროპელმა დიპლომატმა ხომ არ იცის, რა ბრალი აქვს წაყენებული ახალაიას. სამართლებრივი მხარე ევროპელ პოლიტიკოსებში ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს, რაც რეზოლუციაში აისახა კიდეც. შინაარსობრივად, ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნა არ არის, მეორე მხარეა, ფორმალურად, როგორ ჩანს ეს დასავლეთის თვალში. ქართველ პოლიტიკოსს რომ მიუტანონ მსგავსი შემთხვევა შესაფასებლად, მისი შეფასებაც იდენტური იქნება, თუ მან არ იცის შინაარსი - რას ედავებიან. როგორც ვხედავ, ევროპელმა პოლიტიკოსებმა ნაკლებად იციან შინაარსი, რას ედავებიან ახალაიას, მაგრამ ფორმალურად, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, მათთვის კარგად არის ცნობილი, იმავე "ნაციონალური მოძრაობისგან",-აღნიშნა ლაგაზიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: