Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (11)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
7-10-2014, 10:54
ნანახია: 1092

პროექტ

მოქალაქემ" ორი პროექტის - "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" და "სტუდენტები თვითმმართველობისათვის" პრეზენტაცია გუშინ გამართა. "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა, ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების აღზრდის ხელშეწყობა.

  "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში" მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებს. ოლიმპიადა ჩატარდება ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

 რეგისტრაცია დღეს დაიწყება და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციის გასავლელად სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. პროექტის ფარგლებში მომზადდა ვიდეოლექციების კურსი "სამაგალითო ადამიანები". ლექციების მიზანია, ახალგაზრდებს გააცნოს საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი ადამიანების ისტორიები, რომელთა ცხოვრებაც სხვადასხვა ეპოქაში მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და ღირებულებების უპირობო დაცვისა და თავგანწირვის მაგალითებს წარმოადგენს. სხვა პრიზებთან ერთად, გამარჯვებულები გაემგზავრებიან უცხო ენის შემსწავლელ კურსებზე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

  პროექტის "სტუდენტები თვითმმართველობისათვის"  მიზანია ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.