ირაკლი სესიაშვილი: მათ კონტროლზე ჰყავთ კერძო და სახელმწიფო კომპანიები!

ირაკლი სესიაშვილი: მათ კონტროლზე ჰყავთ კერძო და სახელმწიფო კომპანიები!

  პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ის ოფიცრები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში "ოდეერებად" არიან მოხსენიებული, სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებს თვალყურს ადევნებენ, რათა ქვეყნის უსაფრთხოება დაცული იყოს.

 

  "ნუ წარმოიდგენთ, რომ ეს არის რაღაცა საბჭოური, ყოფილი ოფიცრების ინსტიტუტი. ეს არის უსაფრთხოების ოფიცრები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ და გარკვეულწილად, კონტროლზე ჰყავთ, რომ უსაფრთხოების მიმართულებით, თუნდაც კერძო ან სახელმწიფო კომპანიებმა დაიცვან ის სტანდარტები, რათა პირველ რიგში, დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება. ასე რომ, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ამ ინსტიტუტის რეფორმირება არის საჭირო, ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ, არის მთელი რიგი გამოცდილება ნატოს წევრი ქვეყნების", - განაცხადა სესიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: