Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
7-10-2014, 16:34
ნანახია: 749

მუზეუმების შენობები შესაძლოა მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადავიდეს

  მუზეუმების შენობები შესაძლოა მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადავიდეს, - განაცხადა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმდჯომარემ თამარ ტალიაშვილმა.

 

  მისი თქმით, გაკეთდება მიმართვა ეკონომიკის სამინისტროსადმი, რათა აღნიშნული მუზეუმები მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადმოვიდეს.

 

  თოჯინების მუზეუმის დირექტორი, ნანა ოქრუაშვილი კი აღნიშნავს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრ მუზეუმს აქვს სხვადასხვა პრობლემები. ნანა ოქრუაშვილის თქმით, თოჯინების მუზეუმის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი არის ის, რომ უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს შენობის რემონტი, თუმცა დღევანდელი შეხვედრა იძლევა იმის წინაპირობას, რომ მუზეუმის წინაშე მდგარი პრობლემები აღმოიფხვრას.