ზვიად ძიძიგური: პრეზიდენტს და აღმასრულებელ ხელისუფლებას საერთო ღირებულებებ აქვთ!

ზვიად ძიძიგური: პრეზიდენტს და აღმასრულებელ ხელისუფლებას  საერთო ღირებულებებ აქვთ!

  საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს ჟურნალ  forbes-თან პოლიტიკოსები აფასებენ. ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს და აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვთ საერთო ღირებულებები, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება.

  ზვიად ძიძიგური ასევე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განცხადებები ძალიან მნიშვნელოვანია და მათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დიდი გავლენაც აქვთ.

  "ბიძინა ივანიშვილის აზრი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და საერთოდ გავლენას ბიძინა ივანშვილი კი არა, თქვენ, ჟურნალისტებიც ახდენთ პროცესზე გავლენას. არასამთავრობო სექტორიც ახდენს და ყველა ახდენს და ძალიან გავლენიანი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი და მისი აზრიც გავლენას ახდენს." - განაცხადა ზვიად ძიძიგური.

  ცნობისათვის, მარგველაშვილმა forbes"-თან ინტერვიუში  განაცხადა, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის შესაძლებელია განსხვავებული ლექსიკა არსებობდეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: