რას უმიზნებს ია ანთაძე და რატომ გააფარჩაკა მან „მოქალაქე?!“, იგივე ივანიშვილი?!

რას უმიზნებს ია ანთაძე და რატომ გააფარჩაკა მან „მოქალაქე?!“, იგივე ივანიშვილი?!

ჟურნალისტმა ია ანთაძემ ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ მიერ წამოწყებული სამოქალაქო ჩართულობის პროექტები „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ და „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ გააკრიტიკა - კერძოდ, მან ეჭვი შეიტანა იმაში, თუ როგორ განახორციელებს „მოქალაქოს“ მიერ წარდგენილ პროექტს ცენტრალიზებული სახელმწიფო სტრუქტურა „ნაეკი“.

თუმცა, ანთაძე მარტო ამ განცხადებას არ დასჯერდა და კბილი „მოქალაქის“ სულისჩამდგმელს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილსაც გაჰკრა და არც მეტი, არც ნაკლები - იგი „დემოკრატიის შესახებ ცოდნის სტრუქტურის“ არქონაში დაადანაშაულა.

აქ იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, გააჩნია თუ არა ბატონ ბიძინა ივანიშვილს „დემოკრატიის შესახებ ცოდნის სტრუქტურა“, რამდენადაც ის, საით არის მიმართული ანთაძის კრიტიკის მახვილი და რამ გააღიზიანა ღრმადპატივცემული ჟურნალისტი!

ვისაც მეხსიერება არ ღალატობს, გაახსენდება 2011 წლის ოქტომბერი, როცა ივანიშვილის პოლიტიკურ განცხადებას ეჭვებითა და მძაფრი კრიტიკით პირველი სწორედ ია ანთაძე გამოეხმაურა და ჯილდოდ ივანიშვილისგან ექსკლუზიური ინტერვიუც მიიღო...


დანამდვილებით არ ვიცით, კიდევ რა პრივილეგიებით ისარგებლა ქალბატონმა ანთაძემ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - მისი შემდგომი სტატუსები თუ რეპლიკები „ქართული ოცნების“ თუ ივანიშვილის მიმართ, ე.წ. „ლაითი“, მოჩვენებითი კრიტიკის ხასიათს ატარებდა.

რა ბზიკმა უკბინა ამჯერად ია ანთაძეს და რას უმიზნებს, ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელი განცხადებით, იგი?

აქ მხოლოდ ორ ვერსიაზე შეიძლება იყოს საუბარი: ან ივანიშვილის ყურადღების მიპყრობა სურს და მიზეზი უკვე იპოვა, ან როგორც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის თავმდომარეს მიაჩნია, რომ უპრიანი იქნებოდა ეს პროექტები მისადმი რწმუნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას განეხორციელებინა. მითუმეტეს, „მოქალაქის“, ანუ იგივე ივანიშვილის საპასუხო განცხადებიდან ირკვევა, რომ „ნაეკი“, იგივე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ პროექტის განხორციელებით სერიოზულ შემოსავალს მიიღებს.

ნათქვამია, ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო, მაგრამ, როგორც ჩანს, ამჯერად ივანიშვილის მიერ „ნასროლი ლუკმა“ ანთაძის ჯამში არ ჩავარდება!


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: