კახა კოჟორიძე: მნიშვნელოვანია, რომ სამსახურებში შენარჩუნდეს ინსტიტუციური მეხსიერება!

კახა კოჟორიძე: მნიშვნელოვანია, რომ სამსახურებში შენარჩუნდეს ინსტიტუციური მეხსიერება!

   არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ მერიაში თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება ხდება და გარკვეული კანონდარღვევები იკვეთება. ამის შესახებ კოჟორიძემ ნეწს.გე-ს განუცხადა. საკითხზე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მედიას ინფორმაციას მიაწვდიან.

   "გავმართავთ კიდევ ერთ პრესკონფერენციას, მერიის თანამშრომლებზე სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლის შესახებ, სამსახურიდან წასვლის განცხადებების დაწერასთან, ასევე ჩამოქვეითებასთან დაკავშირებით.

  რიგ შემთხვევაში მოწოდებულ ინფორმაციაში იკვეთება დანაშაულის ნიშნები და ეს უნდა იქნეს გამოძიებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამსახურებში შენარჩუნდეს ინსტიტუციური მეხსიერება, ეს იქნება ამ სამსახურების ეფექტიანად მუშაობისთვის ძალიან კარგი",-განაცხადა კოჟორიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: