ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება

ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების  გარემოებებთან დაკავშირებით დაკავებული სამედიცინო ექსპერტის ლევან ჩაჩუას საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება დღეს საქალაქო სასამართლოში. როგორც ჩაჩუას ადვოკატი ზურაბ ტაბიძე აცხადებს, სასამართლოზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

"მე მზად ვარ, მომზადებული ვარ და დაველოდები ბრალდების მხარე რას იტყვის, იქიდან გამომდინარე გავაკეთებ მერე მე ჩემს შესავალ სიტყვას",-განაცხადა ტაბიძემ.

შეგახსენებთ, წინა სხდომაზე მოსამართლემ უარი უთხრა ადვოკატებს დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლაზე. შუამდგომლობის დაკმაყოფილებას დაცვის მხარე ჩაჩუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვდა.

ცნობისათვის, ლევან ჩაჩუა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით 20 მარტს დააკავა. "გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: