თეა წულუკიანი: მე მჯერა მოსამართლეების, რომლებიც სააკაშვილის თუ სხვების საქმეს განიხილავენ!

თეა წულუკიანი: მე მჯერა მოსამართლეების, რომლებიც  სააკაშვილის თუ სხვების საქმეს განიხილავენ!

"მე მჯერა იმ მოსამართლეების, რომლებიც სასამართლო დარბაზში განიხილავენ სააკაშვილის თუ სხვების საქმეს",-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს. წულუკიანი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"სამართლებრივი დევნა უნდა მოხდეს იქ, სადაც არსებობს მტკიცებულებები, ხოლო მოსამართლე არის დამოუკიდებელი. პროცესი არის გამჭვირვალე იმ რეფორმების წყალობით, რომლებიც ჩვენმა მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მეთაურობით შარშან ჩაატარა, წელსაც მიმდინარეობს. მე მჯერა იმ მოსამართლეების, რომლებიც სასამართლო დარბაზში განიხილავენ სააკაშვილის თუ სხვების საქმეს. აქედან გამომდინარე, მე როგორც იუსტიციის მინისტრს არ შეიძლება მაწუხებდეს, რომ ყველა თანაბარია ამ ქვეყანაში",-განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებეთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალ Forbes Georgia - სთვის მიცემულ ინტერვიუში ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დევნის შესახებ ისაუბრა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ინსტიტუტებს პატივი უნდა სცეს და გამოძიების შეკითხვებს პასუხი გასცეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: