Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
9-10-2014, 14:20
ნანახია: 1294

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ნარმანიას უპატიებელი შეცდომა „სითი პარკთან“ დაკავშირებული ურთიერთობებია.

„ივერიონს“ ესაუბრება უფლებადამცველი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

 

- ბატონო დიმიტრი, თქვენ, როგორც თბილისის მერის, დავით ნარმანიას, ყოფილი კონკურენტი, როგორ შეაფასებთ მის დღევანდელ მოღვაწეობას. მივა თუ არა მის მიერ არჩეული გზა ტაძრამდე?

- იმას, რაც თბილისის მერიაში ხდება, პროვინციალიზმის ტრიუმფს დავარქმევდი. მაშინ, როცა საარსებო მინიმუმი 150 ლარია, მერის 26 ჩინოვნიკი 6-7 ათას ლარამდე იღებს ხელფასს. ანუ 7 000 ლარი 150-ის წინააღმდეგ?

ნარმანია თავისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში, ამხელა პრემიას ჩინოვნიკს არ უნდა სთავაზობდეს. ხელფასს პლუს სახელფასო დანამატი - ამ გამოთვლით თანამდებობის პირს ყოველთვიური ხელფასი 7 000 ლარი გამოუდის საქართველოსთანა ღატაკ და გაუბედურებულ ქვეყანაში.

ყველამ კარგად ვიცით, რომ დავით ნარმანია არ არის დამოუკიდებელი თავის პოლიტიკაში და იქ პოლიტიკურ პროცესებს მართავს ალექსანდრე მარგიშვილი. ეს ის მარგიშვილია, კულტურის სამინისტროშიც რომ არ სარგებლობდა მაღალი რეპუტაციით, ხოლო ნარმანია ახასიათებს, როგორც კვალიფიციურსა და განათლებულს.

- თბილისის მერიაში იწყება ატესტაცია-კონკურსი, რომელსაც მერის მოადგილე, თქვენ მიერ ზემოთ ნახსენები ალექსანდრე მარგიშვილი თავმჯდომარეობს. როგორ ფიქრობთ ეს კონკურსი, რომლის ჩატარებასაც კანონი ავალდებულებს მერია და რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობის“ ფრთა უნდობლობას უცხადებს,  ჩატარდება თუ არა  გამჭვირვალედ და შეუწყობს თუ არა იგი ხელს პროფესიონალი კადრების დასაქმებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში?

- აქ ორი ასპექტი უნდა გამოვკვეთო: პირველი, მარგიშვილი დამოუკიდებელი ფიგურაა, ნარმანიასგან განსხვავებით და ღარიბაშვილის აპარატს წარმოადგენს (ნარმანიაც შეგუებულია ამას, სხვა შემთხვევაში, ის ისე არ იცნობდა მარგიშვილს,  ასე რომ ნდობოდა). მეორე, ატესტაციის ჩატარება აუცილებელია, რადგან უგულავას დროს მერია წარმოადგენდა ,,ნაციონალური აქტივის“ თავშესაფარს.

მართალია,  მარგიშვილს ნარმანიაზე მეტი გავლენა აქვს, მაგრამ თანამდებობებზე ისევ პარტიული ნიშნით იმას დაანიშნინებენ, ვისაც უკარნახებენ. აქედან გამომდინარე, პარტიული ნიშანი და საჯარო სამსახური დღესაც ისე ებმის ერთმანეთს, როგორც წინა ხელისუფების დროს ებმოდა. დასკვნა ასეთია:  მერად არჩეული ნარმანია მარიონეტია და თბილისის მერიას მართავს ცენტრალური ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი ალექსანდრე მარგიშვილი.

- დღეს ნანობთ თუ არა, რომ თბილისის მერის არჩევნებში კენჭი ბურჯანაძის პარტიიდან იყარეთ და არა დამოუკიდებელ კანდიდატად?

- მოგეხსენებათ, მაშნ   პოლიტიკურ და მორალურ წნეხს განვიცდიდი - მე არ მქონდა მედიის მხარდაჭერა, საინიციატივო ჯგუფი ვერ მასახელებდა თავის კანდიდატად, რადგან მაინცდამაინც პარტიას უნდა წარვედგინე ახალი კანონის მიხედვით. ბურჯანაძის ოპოზიციური პარტია იყო ერთადერთი, ვისი სახელითაც გამოვედი და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება.

- თქვენ რომ თბილისის მერი იყოთ, რა ნაბიჯებს გადადგამდით პირველივე თვეებში?

- რაც ყველაზე მთავარია, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ავარიულ შენობა-ნაგებობებს შევაკეთებდი.

ეკოლოგიურ მდგომარეობას გავაუმჯობესებდი (ბენზინგასამართ სადგურებში ბენზინის ხარისხს შევამოწმებდი, რადგან ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი დღითიდღე იზრდება დედაქალაქში).

სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას მოვაწესრიგებდი. (10 ყვითელი ავტობუსი 700 ლიტრ საწვავს მოიხმარს, რაც 5-ჯერ აღემატება ელექროენერგიაზე მომუშავე ტარანსპორტის ხარჯებს).

მარტოხელა დედების, უსახლკაროების, იპოთეკით დაზარალებულთა პრევენციას მივმართავდი. (ჩვენი პატრიოტი მთავრობა 152 000 ლარს პრემიაზე კი არ გამოყოფდა, 20-ჯერ 150 000-ით ერთ 6-სართულიან თავშესაფარს ააშენებდა თბილისის გარეუბანში).

- რომელი დაპირება-დავალების  შესრულებას მოუწონებთ თბილისის მერიას?

- თვალშისაცემი და ხელშესახები არაფერი გაუკეთებია. ნარმანიას უპატიებელი შეცდომა ,,სითი-პარკთან“ დაკავშირებული ურთიერთობებია. დაპირება იყო, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს პასუხისგებაში მისცემდენ, მაგრამ ასე არ მოხდა. საიდუმლი რეჟიმს დაქვემდებარებული  ,,სითი-პარკი“ ყოველწლიურად ღლეტდა ქართველ მძღოლებს და 13-15 მილიონს ისრაელში გზავნიდა. უცხოეთში სავალი გზის ჩამხერგავ ავტომობილს ბორბლით დააბამენ და ჯარიმის გადახდით გაათავისუფლებენ. აქ კი ,,სითი-პარკი“ პირდაპირ იტაცებს მანქანას. უგულავას თანხმობით, მან საპარტულო პოლიციის მოვალეობაც მიისაკუთრა, რომელსაც ხაზინაში მაინც შეჰქონდა ჯარიმაში აღებული თანხა.

რატომ აფარებს ხელს თბილისის მერია ,,სითი-პარკს“? ალბათ, იმიტომ, რომ აქ პოლიტიკური და  ფინანსური ინტერესი იმალება!

მე კი თბილისის ის მერი ვიქნებიოდი, ვინც საკუთარი სიცოცხლის ხარჯზეც შეასრულებდა თბილისელებისთვის მიცემულ ყველა დაპირებას.

                                   ესაუბრა ია ჯღარკავა