Iverioni
«    მაი 2023    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
მაისი 2023 (3)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
9-10-2014, 14:40
ნანახია: 943

გია ვოლსკი: საქართველო  სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს!

  საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოში NATO-ს ინფრასტრუქტურის განთავსებით საფრთხის შექმნას უკავშირდება.
 
   "საქართველოს ჯარის, საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება, გაძლიერება, თუნდაც წვრთნები, არავითარი საფრთხის შემცველი არ არის".  განცხადება ამის შესახებ  ვოლკსიმ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

  "საქართველოს ჯარის, საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება, გაძლიერება, თუნდაც წვრთნები, არავითარი საფრთხის შემცველი არ არის და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. პირიქით, საქართველო აქეთ იცავს თავს საფრთხისაგან. საქართველო არავისზე თავდასხმას და არავისზე სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს, თუნდაც იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ქვეყანას გააჩნია". განაცხადა ვოლსკიმ.