ნიკოლოზ მჟავანაძე: მკვლელების შეწყალებამ სისტემური ხასიათი მიიღო!

ნიკოლოზ მჟავანაძე: მკვლელების შეწყალებამ სისტემური ხასიათი მიიღო!

"რას ეტყვის მარგველაშვილი იმ ოჯახებს, თუკი განზრახ მკვლეობაში მსჯავრებული პირები კვლავ ჩაიდენენ მკვლელობას? საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ 115 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ორ პირს სასჯელი შეუმცირა", - აღნიშნული განცხადება  ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა:

  "ჩემთვის გაუგებარია, რატომ მიეცა სისტემური ხასიათი მკვლელების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა შეწყალებას, როცა ნაკლებად მძიმე  დანაშაულში მსჯავრდებული პირები წლებია, შეწყალების კომისიის მხრიდან იგნორირებულნი რჩებიან. 699 განცხადებიდან პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გადაწყვიტა, აქცენტი სწორედ მკვლელებზე გაეკეთებინა.

  რამდენიმე ხნის წინ მის მიერ შეწყალებულმა გიორგი ოქროპირიძემ, რომელიც 19 წლის ლევან თალაკვაძის განზრახ მკველობისთვის იხდიდა სასჯელს, მას შემდეგ, რაც შეწყალების შედეგად სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დატოვა, კვლავ ჩაიდინა კვლელობა და 27 წლის ლაშა მახარაძე გამოასალმა სიცოცხლეს.

  რამდენი ხნის წინ მარგველაშვილმა ასევე მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული საკუთარი ცოლისძმა შეიწყალა, რომელსაც დანაშაული ადრე სამჯერ ჰქონდა ჩადენილი და ახალი დანაშაული პირობით მსჯავრში  ჩაიდინა, 17-წლიანი სასჯელის ნაცვლად მან  2 წელი მოიხადა, რადგან  პრეზიდენტის  შეწყალების შედეგად  დატოვა ციხე.

  კატეგორიულად ვგობ მკვლელების  და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალებას და მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან აქცენტი იმ ადამიანებზე გააკეთოს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლნი არიან და რომელთა საქმეებშიც მათი უდანაშაულობა იკვეთება, უბრალოდ, სამართლებრივად საქმის გადახედვის მექანიზმი არ არსებობს. რას ეტყვის მარგველაშვილი იმ ოჯახებს, თუკი განზრახ მკვლეობაში მსჯავრებული პირები კვლავ ჩაიდენენ მკვლელობას?" - განაცხადა მჟავანაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: