Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
10-10-2014, 14:14
ნანახია: 850

გრიგოლ ვაშაძე: დაგილაგებიათ ურთიერთობა რუსეთთან! Молодцы!

  საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ტექნიკის განთავსების, როგორც საფრთხის შემცველი გეგმის შესახებ, "facebook"-ის საკუთარ გვერდზე  ეხმაურება.

 

   ცნობისთვის,  ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. 

 

   "სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დელეგაციებმა ისაუბრეს იმაზე, რომ ნატოს ბოლო სამიტის შემდეგ, საქართველოსთან მიმართებით, აშკარად გაიზარდა აუცილებლობა, რომ დაიდოს საერთაშორისო ხელშეკრულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთსა და საქართველოს შორის. 

 

  ამ მიმართულებით, ეფექტიან ნაბიჯად, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის ხელისუფლების მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთგაგებას, ძალის გამოუყენებლობას და უსაფრთხოების გარანტიას მოიცავს თავის თავში",-ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

  "რუსეთის მხრიდან გამოითქვა შეშფოთება ქართული მედიის მიერ გაჟღერებულ იმ გეგმებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ინტერესების გათვალისწინებით სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებას შეეხება. ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდა იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება ამიერკავკასიის ტერიტორიაზე", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დაგილაგებიათ ურთიერთობა რუსეთთან! Молодцы! თან თქვენი და მოსკოვის ძალისხმევით "ამიერკავკასიაში" სტაბილურობა ყალიბდება.

და რაც მთავარია, რუსებმა უკვე შეიგნეს, რომ საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობა მოსკოვის ინტერესებშია."