Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (3)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
10-10-2014, 14:49
ნანახია: 822

გუბაზ სანიკიძე: ისინი ახალი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ავანგარდში უნდა იყვნენ!

   პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გუბაზ სანიკიძის განმარტებით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების გარეშე ქართული სახელმწიფო ვერ აშენდება. ამის შესახებ სანიკიძემ  დიასპორის საკითხთა აპარატის დაფინანსების გაზრდის თემაზე საუბრისას განაცხადა.

 

  კომიტეტის სხდომაზე სანიკიძემ ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემატიკაზეც გაამახვილა ყურდღება და აღნიშნა, რომ საქართველო პენსიონერების ქვეყნად იქცა. 

 

   "ძალიან ხშირად აქცენტების გაკეთება გვიჭირს ხოლმე. რაც შეიძლება თქვენთვის არ იყოს მნიშვნელოვანი, ის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანია. დავკარგავთ ჩვენ იმ ხალხს და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყანა უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების გარეშე არ აშენდება. ვერ მოვახერხებთ ჩვენ ამას აქ, ადგილზე დარჩენილი ქართველებით. მათ აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება, გავლილი აქვთ დიდი ცხოვრებისეული გზა. ჩვენზე უკეთ იციან, რა არის ევროპა, დასავლეთი. ისინი უნდა იყვნენ ახალი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ავანგარდში", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.