Iverioni
«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
სექტემბერი 2020 (5)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
10-10-2014, 15:06
ნანახია: 796

რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე?

   სანდრო გირგვლიანის საქმეზე განაჩენი 20 ოქტომბერს გამოცხადდება.

 

   როგორც საქალაქო სასამართლოში დღეს გამართული სხდომის შემდეგ, პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, ყველა მტკიცებულებაა იმისთვის, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი კი პროკურატურის მუშაობით კმაყოფილია. მისი თქმით, დღეს დაცვის მხარის უსუსურობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, "თუმცა  მთავარია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე".

 

  სანდრო გირგვლიანის საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ოქტომბერს, 12:00 საათზე გამოცხადდება.

 

  ცნობისთვის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულია ვანო მერაბიშვილი და გერონტი ალანია.