Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (6)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
10-10-2014, 17:53
ნანახია: 657

ზაქარია ქუცნაშვილი:ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა უნდა შეიქმნას!

  საჯარო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


  "ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი საჯარო სამსახურის რეფორმირებაში მდგომარეობს ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგის სისტემის შექმნაში. ჩინოვნიკები ავსებენ დეკლარაციებს, წერენ შიგნით სწორ თუ არასწორ მონაცემებს, მაგრამ არავინ ამოწმებს ამ მონაცემების ნამდვილობას. მე ვიყავი და ვრჩები მომხრე, რომ შეიქმნას ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა, როცა შევსებული დეკლარაციების სისწორე გადამოწმებული იქნება. საქართველოში ძალიან დიდი პრობლემაა ქონების შეფასების საკითხი. ძალიან ბევრი მოქალაქე ხელოვნურად ადაბლებს მის მფლობელობაში არსებული ქონების ღირებულებას ქონების გადასახადისგან თავის არიდების მიზნით. როცა ევროპულ სახელმწიფოებში მთავარ შემოსავლის წყაროს ასრულებს საშემოსავლო გადასახადი და ქონების გადასახადი, ჩვენთან არც ერთი და არც მეორე მთავარი გადასახადი არ არის. ჩვენთან ვაჭრობის გადასახადია მთავარი შემოსავლის სახე, დამატებითი ღირებულების გადასახადს რომ ვეძახით", - განაცხადა ქუცნაშვილმა.