Iverioni
«    მაი 2023    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
მაისი 2023 (3)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
12-10-2014, 16:00
ნანახია: 1680

განათლების საპარლამენტო კომიტეტში ხვალ მეცნიერების სფეროში არსებულ პრობლემებს განიხილავენ

  განათლების 13 ოქტომბერს საპარლამენტო კომიტეტში ხვალ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს მოუსმენენ. განხილვის მთავარი თემა მეცნიერების განვითარების მიმართულებით ჩატარებული მუშაობის ანგარიშია.


  მეცნიერების განვითარების საკითხთან დაკავშირებით შემუშავებულ რეკომენდაციებზე პროფესორი ავთანდილ არაბული ისაუბრებს.

  როგორც საპარლამენტო კომიტეტის აპარატში აცხადებენ  ხვალინდელ სხდომაზე განხილული იქნება მეცნიერების სფეროში არსებული პრობლემები, მათ შორის მეცნიერთა დაფინანსების საკითხი.

 

  კომიტეტის მოთხოვნით, სამინისტრო სხდომაზე წარადგენს ანგარიშს მეცნიერების აღდგენისა და განვითარების მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ.