ივლიანე ხაინდრავა: ჩვენი მხრიდან შესაბამისი მონაკვეთი უნდა აშენდეს!

ივლიანე ხაინდრავა: ჩვენი მხრიდან შესაბამისი მონაკვეთი უნდა აშენდეს!

  რუსეთის მიერ, ავარო-კახეთის გზის მშენებლობა რუსული რბილი ძალის მატარებლად შეაფასა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ.

 

  "რუსეთი ერთი დიდი საფრთხეა საქართველოსთვის, ეს გასაგებია და ყველა ნაბიჯს, რომელიც მომდინარეობს ჩრდილოეთიდან, ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მაგრამ, ამ ეტაპზე და არსებულ ვითარებაში, ასეთ გზას მე უფრო განვიხილავდი, როგორც რუსული რბილი ძალის მატარებელ ელემენტს და არა როგორც სამხედრო ძალის მატარებელ ელემენტს, იმიტომ, რომ რუსული სამხედრო ბაზები არის აფხაზეთში და ცხინვალში, ტანკებიც არის, რაკეტებიც არის, ერთი ბაზა კიდევ სამხრეთით აქვთ და ეგ სავსებით საკმარისი არის, ვთქვათ, აგრესიული მილიტარისტული განზრახვებისთვის.

 

  სიფრთხილე არის საჭირო და ბოლოსდაბოლოს, გზა ვერ შედგება თუ ჩვენი მხრიდან შესაბამისი მონაკვეთი არ აშენდება",- განაცხადა ხაინდრავამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

  ცნობისთვის, რუსეთი დაღესტანში ავარო-კახეთის გზის მშენებლობას გეგმავს, რომლის სიგრძეც 80 კმ-ია. ამასთან, გზის მთელი ნაწილი კასპიის ზღვის აუზსა და შავ ზღვას შორის 470 კმ-ია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: