Iverioni
«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
სექტემბერი 2020 (5)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
14-10-2014, 07:26
ნანახია: 1520

დიმიტრი  შაშკინი: რა გააფუჭა მავნებელმა მინისტრმა?!

  განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი თამარ სანიკიძეს განათლების სისტემის ნგრევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ყველა ის რეფორმა, რომელსაც წინა ხელისუფლება ატარებდა განათლების სფეროში, სანიკიძემ შეაჩერა.


  "რა გააფუჭა მავნებელმა მინისტრმა სანიკიძემ 2 წელიწადში: სკოლებში დაბრუნდა კორუფცია, ნიშნების წერა საჩუქრების და ფულის სანაცვლოდ.

  მე-11 და მე- 12 კლასელები არ დადიან სკოლებში. სკოლებში კვლავ გროვდება ფული. ამ მოვლენას ჩვენ სასტიკად ვებრძოდით და ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე დამარცხებული იყო, მაგრამ ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან.

  საჯარო სკოლების დიდ ნაწილში წყობიდან გამოსულია გათბობის სისტემები რადგან არ მოხდა მათი დროული რეაბილიტაცია საჯარო სკოლების დიდ ნაწილში არის ანტისანიტარია.
   33 000 ახალგაზრდას აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი. ( ეს 300 % მეტია ვიდრე იყო 2012-ში).
სამინისტროს და სისტემას მართავენ მინისტრის "დაქალოჩკები" .

  ჩააგდო მილენიუმის პროექტით დაგეგმილი საჯარო სკოლების 50 მლნ დოლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013-2014 წლებში


  გაუქმდა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ შენობა აშენებული, ხოლო ბიუჯეტი განსაზღვრული იყო. ამერიკის მთავრობა 40 მილიონ დოლარს დებდა ამ უნივერსიტეტში ათასწლეულის გამოწვევის პროექტის ფარგლებში. ამ ფულით ნიჭიერი ქართველების სწავლა ამ უნივერსიტეტში გრანტის სახით დაფინანსდებოდა. ისინი მიიღებდნენ ამერიკულ დიპლომს, რომელიც იყო და არის აღიარებული მთელ მსოფლიოში.


  განადგურდა პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" (თLG). 1500 ამერიკელი და ევროპელი მასწავლებლის ნაცვლად, დღესდღეობით, ადგილზე 50-ზე ნაკლებია.

  გაჩერდა მასწავლებლების სახლების მშენებლობა თელავში, ზუგდიდში, ახალციხესა და ბათუმში. ამ სახლებში მასწავლებლები უფასოდ გაივლიდნენ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, უფასოდ მიიღებდნენ სასწავლო ლიტერატურას და უფასოდ მოემზადებოდნენ სასერთიფიკატო გამოცდებისთვის.

  გაუქმდა საატესტატო გამოცდების შერწყმა ერთიან ეროვნულ გამოცდებთან და მათი სკოლებში ჩატარების გეგმა. 2013 წლიდან ბავშვებს სასკოლო გამოცდებით უნდა ჰქონოდათ უმაღლესში ჩაბარების შესაძლებლობა. ეს, სულ მცირე, იქნებოდა უდიდესი შეღავათი ყველა მშობლისთვის, რადგან მათ რეპეტიტორებზე ფულის დახარჯვა აღარ მოუწევდათ.


  გაჩერდა ხელნაწერთა ინსტიტუტის რეაბილიტაცია. 2014 წელს უნდა დასრულებულ იყო რეაბილიტაცია. ინსტიტუტის საცავებში ინახება უნიკალური წიგნები და ხელნაწერები, მაგრამ ინფრასტრუქტურა საჭიროებს განახლებას და თანამედროვე საცავების მშენებლობას. დამტკიცებული პროექტის და ბიუჯეტის მიუხედავად, რეაბილიტაცია გაჩერებულია, საფრთხე ემუქრება ათასობით უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ძეგლს.

  სამინისტრომ 2012 წლის ოქტომბრიდან დღევანდელ დღემდე არ შეიძინა საჯარო სკოლებისთვის არც ერთი ახალი მერხი ან დაფა.

  გაუქმდა საჯარო სკოლებისთვის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის 1000 ლაბორატორიის შეძენის პროგრამა.

  გაჩერდა უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც საჯარო სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვას ითვალისწინებდა. ამ პროექტის გარეშე ზედმეტია საუბარი ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების გაძლიერებაზე. 2011-2012 წლებში ლაბორატორიები შეძენილ იქნა დიდი ქალაქების სკოლებისთვის, რამაც მკვეთრად გააუმჯობესა ამ დისციპლინების სკოლებში სწავლების ხარისხი. 2013-2014 წლიბში დაგეგმილი იყო ამ ლაბორატორიების სოფლის სკოლებში შეტანა.


  გაუქმდა სკოლების სასადილოების რეაბილიტაციის და უნაღდო ანგარიშსწორების პროგრამა. 2013-2014 წლებში არ გარემონტებულა არცერთი სკოლის სასადილო და არ დანერგილა უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა.

  გაუქმდა მასწავლებლების სასერთიფიკატო გამოცდები ინგლისურსა და კომპიუტერში 1000 ლარიანი ხელფასების მისაღებად. 2013-2014 წლების განმავლობაში არცერთ ახალ მასწავლებელს არ მიეცა შესაძლებლობა, მიეღო 1000 ლარიანი ხელფასი.

  გაუქმდა ლაბორატორიების გამოყენების სასერთიფიკატო გამოცდა მასწავლებლებისთვის 160 ლარიანი დანამატის მისაღებად.

  განადგურდა უსაფრთხო სკოლის პროგრამა. 500-ზე მეტი მანდატური დაითხოვეს სამსახურიდან. დარჩენილები კი სკოლის შენობის დარაჯები გახდნენ.


 2013 წელს არ შექმნილა არცერთი ახალი სასწავლო პროგრამა პირველ და მეორეკლასელთა ნეთბუკებისთვის. ამ პროგრამების გარეშე ნეთბუკების გამოყენება სასწავლო პროცესში უაზრო ხდება.


  სამინისტროს არ შეუძენია არცერთი ახალი "ჭკვიანი დაფა" (შმარტ Bოარდ) საჯარო სკოლებისთვის.


  გაუქმდა ინკლუზიური სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა.

  გაუქმდა თელავის და ბათუმის პროფ.სასწავლებლების რეაბილიტაცია.

  გაჩერდა მულტილინგვური განათლების დანერგვის პროგრამა. აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი სკოლები დარჩნენ ორენოვანი სახელმძღვანელოების გარეშე.


  გაჩერდა ელექტრონული ჟურნალების პროგრამა, რომელიც მშობელს შესაძლებლობას აძლევდა ინტერნეტით ედევნებინა თვალყური შვილის აკადემიური მოსწრებისთვის


  გაჩერდა მაღალი სიჩქარის ინტერნეტის დანერგვა საჯარო სკოლებში და უფასო ჭი-Fი წერტილების შექმნა მოსწავლეებისთვის.

  გაურკვეველი ვადით გადაიდო საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დანერგვა საქართველოში. ამ პროგრამით ათასობით ქართველ ახალგაზრდას ეძლეოდა შესაძლებლობა ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში უფასოდ ესწავლათ.

  გაჩერდა ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნის პროგრამა. 2013 წელს იგეგმებოდა ყველა სასკოლო სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსიის შექმნა, რათა მოსწავლეებს არ დასჭირვებოდათ მძიმე სახელმძღვანელოების სკოლაში ტარება.

  გაუქმდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სასწავლო ფონდების შექმნა. ამ ფონდების მეშვეობით მოხდებოდა იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსება, რომლებმაც სრული სახელმწიფო გრანტი ვერ მოიპოვეს, მაგრამ კარგად სწავლობენ.


  გაუქმდა პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსება. ახალგაზრდებს წაართვეს არჩევნის უფლება და სერიოზული პრობლემები შეექმნა დარგის განვითარებას.

  გაჩერდა სტუდენტური ბარათის განვითარების პროგრამა. ამ პროგრამით 100 000 სტუდენტი მნიშვნელოვან შეღავათს და ფასდაკლებას მიიღებდა.

  გაუქმდა ზაფხულის და ზამთრის დასაქმების პროგრამები. ათასობით სტუდენტს წაერთვა შესაძლებლობა თავისი შრომით მოეპოვებინა შემოსავალი და აეთვისებინა ახალი პროფესია.


  გაჩერდა თბილისის სკოლების საცურაო აუზების რეაბილიტაციის პროგრამა.


  გაუქმდა სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში ინდუსტრიული დიზაინის ჯუჯაროს იტალიური სკოლის შექმნა.

  რისი გაფუჭებაც ვერ მოახერხა, მაგრამ ძალიან ცდილობდა:

  სკოლებში ჰიპნოზით მკურნალობის დანერგვა.გლდანის პროფესიული კოლეჯის დახურვა, ნეტ- ბუკების პროგრამის გაუქმება

  რის გაფუჭებას აპირებს:
 
  უნდა რომ საერთოდ გააუქმოს სასერთიფიკატო გამოცდები მასწავლებლებისთვის და შემოიგოს გაუგებარი, კომუნისტური გრადაცია მასწავლებლებისთვის.

  უნდა, ჰქონდეს უფლება, რომ მასწავლებელს ჩამოართვას სტატუსი,"- წერს შაშკინი სოციალურ ქსელში.

  შეგახსენებთ, რომ  თამარ სანიკიძეს სახელისუფლო გუნდი და მეცნიერები კომპეტენციას უწუნებენ.