Iverioni
«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
დეკემბერი 2018 (8)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
15-10-2014, 13:23
ნანახია: 1014

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში ჩადენილი ქალთა მკვლელობების გამო

  "საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს ბოლო პერიოდში ქვეყანაში ჩადენილი ქალთა მკვლელობების და მათ მიმართ ძალადობის ფაქტების გამო", - აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო ავრცელებს:


  "ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის პრობლემა სცილდება კონკრეტული ოჯახების ფარგლებს. ამიტომ მისი გადაჭრა საზოგადოებისა და ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს.

  საბჭოს მიაჩნია, რომ ამ მძიმე დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით აუცილებელია მთელი სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების დამცველი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების, ეკლესიის, რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების ძალისხმევის გაერთიანება. განსაკუთრებით აღსანიშნავია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" და, ზოგადად, მასმედიის როლი ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში. გენდერული თანასწორობის საბჭო მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საჯარო სკოლებს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ახალგაზრდობის სამოქალაქო განათლებას.


   საბჭო მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს - პოლიციას და პროკურატურას: გააძლიერონ პრევენციული ღონისძიებები ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრის და განსაკუთრებით ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის მიზნით; უზრუნველყონ თითოეული ფაქტის სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, გამოძიების პროცესის გამჭვირვალობა, დამნაშავეთა დროული გამოვლენა და დასჯა; უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაერო-ს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2012-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით, საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების სათანადო შესრულება.

   გენდერული თანასწორობის საბჭო მზად არის, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ზემოაღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ეფექტიანი და კომპლექსური ღონისძიებების შემუშავების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.