ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

გიორგი მარგველაშვილი: ხელშეკრულება ეწინააღმდეგება ჟენევის კონსულტაციების ფორმატს!

გიორგი მარგველაშვილი: ხელშეკრულება ეწინააღმდეგება ჟენევის კონსულტაციების ფორმატს!

  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის მიერ მომზადებულ ხელშეკრულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა  საგანგებო განცხადება  გააკეთა:


  "რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი. ასეთი შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება გააუარესებს უსაფრთხობას შავი ზღვის აუზსა და კავკასიის რეგიონში. ხელშეკრულების გაფორმება ეწინააღმდეგება ჟენევის კონსულტაციების ფორმატს. ეს ხელშეკრულება საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ამ ხელშკრულების ამოქმედების შემთხვევაში გაუარესდება ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებათა დაცვა რეგიონში. რეალური საფრთხის წინაშე დადგება, აფხაზების, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, თვითდამკვიდრება და იდენტობის მომავალი.


   გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი არის საქართველოს პარლამენტი, მივმართავ პარლამენტს, უსწრაფეს პერიოდში განიხილოს არსებული ვითარება და შეიმუშაოს პოზიცია. ამ პოზიციაზე დაფუძნებით ჩვენ მოვიწვევთ უშიშროების საბჭოს და დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს ვითარების დასტაბილურებასთან დაკავშირებით. ასევე მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას - ადეკვატურად შეაფასონ ვითარება და მისცენ შესაბამისი რეაგირება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ კიდევ ერთ გადადგმულ ნაბიჯს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: