კახეთში პოლიციის უფროსები და მოადგილეები გაათავისუფლეს

კახეთში პოლიციის უფროსები და მოადგილეები გაათავისუფლეს

შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, მოადგილეები, ასევე რაიონული სამმართველოების უფროსები და მოადგილეები თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

 

სააგენტოს ინფორმაციით, შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად ალექსანდრე ჭიკაიძე დაინიშნა. შს გურჯაანის სამმართველოს უფროსად კი ლევან გენგაშვილი.

 

დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსად ივანე ზურაბიშვილი დაინიშნა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის ნათესავია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: